ავტორიზაცია

ინტერ მაიამის მეკარე: "ჩვენი კლუბი ლეო მესის გადმოსვლისთვის უბრალოდ მზად არ არის"

ინტერ მაიამის მეკარე: "ჩვენი კლუბი ლეო მესის გადმოსვლისთვის უბრალოდ მზად არ არის"
თარიღი 08 ივნ 2023, 01:09
„ინტერ მაიამის“ მეკარემ ნიკ მარსმანმა აღნიშნა, რომ კლუბი ლეო მესის ტრანფერისთვის მზად არ არის.

დღეს არგენტინელის ტრანსფერი მლს-ის გუნდში ოფიციალურად დადასტურდა.

„მისი გადმოსვლა დიდებულია, მაგრამ არ მგონია, რომ დღესდღეობით, კლუბი ამისთვის მზად არის. ჩვენ დროებითი სტადიონი გვაქვს, ხალხი შეიძლება უბრალოდ სტადიონზე შემოცვივდეს. შემოღობილიც კი არ გვაქვს.

როცა სავარჯიშო მოედნიდან სტადიონისკენ მივდივართ, არანაირი უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტრანსფერი მაინც შედგება.“, - აღნიშნა მარსმანმა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდებოდა.