ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც უეფას ყველა შესაძლო ტურნირის მოგება მოახერხა
„ვესტ ჰემის“ მიერ დღეს კონფერენც ლიგის მოგების შემდეგ, გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც უეფას ეგიდით ხუთივე შესაძლო ტიტული აქვს მოგებული.
„ჩაქუჩების“ მარცხენა მცველი, ემერსონ პალმიერი ისტორიაში პირველი ასეთი მოთამაშე გახდა.
ემერსონს 2019 წლის ევროპა ლიგა, 2021 წლის ჩემპიონტა ლიგა და 2021 წლის ევროპის სუპერთასი „ჩელსის“ შემადგენლობაში აქვს მოგებული.
2021-ში მან იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რომელსაც ასევე უეფა ატარებს.
წელს კი, მან საბოლოო კოლექცია შეაგროვა და „ვესტ ჰემთან“ ერთად შარშან დაარსებული ტურნირი, „კონფერენც ლიგა“ მოიგო.