რა ნომრით ითამაშებს მესი ახალ გუნდში?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ არგენტინელი ლეგენდა ლეო მესი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.

ცნობილია, რომ მესი ახალ კლუბში ისევ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, კლუბი მას მალე ოფიციალურადაც წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ მესი 10 ნომრით "ბარსელონასა' და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა, "პსჟ"-ში კი 30 ნომერი იყო.
