ფლორენტინო პერესის და ანჩელოტის პირველი სატრანსფერო უთანხმოება - მბაპე თუ კეინი?
ესპანური გამოცემა Relevo საინტერესო ინფრომაციას ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ „სამეფო კლუბი“ დატოვა, მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ფორვარდის პოზიციაზე ჰარი კეინი გახდა.
თუმცა, ინგლისელის „ტოტენჰემიდან“ წამოყვანა არც ისე ადვილი იქნება, რადგან ლონდონურ კლუბს მისი გაშვება არ უნდა და ეს რომც მოხდეს, მხოლოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ.
ამის გამო, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უმჯობესია, ფული 2024 წლის ზაფხულამდე შეინახოს და კილიან მბაპე უფასოდ გადმოიყვანოს, ვიდრე წელს 29 წლის კეინში 100-მდე მილიონი ევრო დახარჯოს.
მბაპე ფლორენტინო პერესს აძლევს სიგნალებს, რომ „პსჟ-სთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და რომ მისი ტრანსფერი 2024-ში სავსებით რეალურია, ამიტომ „რეალის“ პრეზიდენტს კილიანის საკუთარ გუნდში ხილვა ახლა ისე სურს, როგორც აქამდე არასდროს.
სხვა მოსაზრება გააჩნია კარლო ანჩელოტის - მას არ მოსწონს ერთი წელი დაცდის ვარიანტი და საკუთარ გუნდში ჰარი კეინის ხილვა ამ ზაფხულსვე სურს.
„რეალში“ ბენზემას ნაცვლად ცრუ ცხრიანის პოზიციაზე როდრიგოს დაყენებას განიხილავენ, თუმცა თავად ბრაზილიელი მოვლენათა ასეთი განვითარების მომხრე არ არის.