ავტორიზაცია

ბაიერნმა ავსტრიელი ნახევარმცველის ტრანსფერი გამოაცხადა

ბაიერნმა ავსტრიელი ნახევარმცველის ტრანსფერი გამოაცხადა
თარიღი 09 Jun 2023, 12:55
"ლაიფციგის" ყოფილი ნახევარმცველი კონრად ლაიმერი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს, ამის შესახებ მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

26 წლის ნახევარმცველი "ბაიერნის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

მხარეებმა გააფორმეს გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ლაიმერმა გასულ სეზონში "ლაიფციგის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.