მესის MLS-ში ტრანსფერის შემდეგ არგენტინელი მაიამიში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება
ლიონელ მესი მალე მაიამის "ინტერს" შეუერთდება. ვარსკვლავი ფეხბურთელის MLS-ის კლუბში ტრანსფერი უკვე დადასტურდა.
Sky Sports-ის ცნობით, მესი მაიამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება წლიური შემოსავლით 43 მილიონი ფუნტი.
Sky Sports-ის ცნობით, მესი მაიამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება წლიური შემოსავლით 43 მილიონი ფუნტი.
მეორე ადგილზეა კალათბურთელი ჯიმი ბატლერი (30 მილიონი ფუნტი), მესამეზე კი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტაირეკ ჰილი (24 მილიონი ფუნტი).
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ბოლო ორი სეზონი "პსჟ"-ში გაატარა. მანამდე არგენტინელმა მთელი კარიერის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ბოლო ორი სეზონი "პსჟ"-ში გაატარა. მანამდე არგენტინელმა მთელი კარიერის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშობდა.