ავტორიზაცია

კვარაცხელიამ შესაძლოა ნაპოლის პრესეზონის პირველი ნაწილი გამოტოვოს

კვარაცხელიამ შესაძლოა ნაპოლის პრესეზონის პირველი ნაწილი გამოტოვოს
თარიღი 09 ივნ 2023, 17:15
ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა "ნაპოლის" წინასასეზონო პირველი შეკრება გამოტოვოს. 

ქართველი ფეხბურთელი უდიდესი ალბაღობით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 21 ივნისს იწყება და 8 ივლისს სრულდება.

ამრიგად, ამ შემთხევაში 22 წლის გარემარბისთვის სეზონის ბოლომდე ერთი თვეა დარჩენილი. 

"ნაპოლი" კი წინასასეზონო შეკრებას შეკრებას ივლისის შუა რიცხვებში იწყებს, როდესაც ქართველი შვებულებაში ახალი გასული იქნება. 

აქედან გამომდინარე როგორც ნეაპოლური გამოცემა Il Mattino წერს, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს მხოლოდ მეორე შეკრებაზე შეუერთდება.