ესპანელი მწვრთნელი: "MLS-ში მესი სტრესს ვერ გაექცევა და ბოლოადგილოსან გუნდს კონკურენტუნარიანად მარტო ვერ გადააქცევს"
ხოსე ლუის ვილიარეალი დარწმუნებული არ არის, რომ ლეო მესი MLS-ში სტრესის გარეშე ითამაშებს.
არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ „პსჟ-ში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გადავიდა.
„აქ მესი ვერ მიიღებს იმ სიმშვიდეს, რომელიც, როგორც ფეხბურთელს, დღეს ასე ძალიან სჭირდება. ის შეუმჩნეველი არასდროს არ დარჩება. მაშინაც კი, როცა უბრალოდ „დისნეიში“ წავა, მოსვენება არ ექნება.
დევიდ ბექჰემს კონკურენტუნარიანი გუნდის აწყობა მოუწევს, რომ მესიმ თავი კომფორტულად იგრძნოს და სიამოვნება მიიღოს.
მარტო მესი ვერ დააბალანსებს გუნდს, რომელიც ამჟამად ბოლო ადგილზეა და კონკურენტუნარიანი საერთოდ არ არის.“, - აღნიშნა ხოსე ლუის ვილიარეალმა, რომელიც ამერიკულ კლუბებში მუშაობის გამოცდილებას ფლობს.