სუარესი: "ნეიმარი, მესი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კარიერის ბოლო დღეებს ერთ კლუბში გავატარებთ"
ბრაზილიური "გრემიოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ურუგვაელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას მესისთან და ნეიმართან ერთად ერთ გუნდში აპირებს.
სხვადასხვა გამოცემების მტკიცებით, 36 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა მალე ლიონელ მესისთან ერთად მაიამის "ინტერში" გადავიდეს, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
სხვადასხვა გამოცემების მტკიცებით, 36 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა მალე ლიონელ მესისთან ერთად მაიამის "ინტერში" გადავიდეს, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ნეიმარი, მესი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კარიერის ბოლო დღეებს ერთ კლუბში გავატარებთ. ჩვენ უბრალოდ დავტკბებით ფეხბურთით, სანამ კარიერას დავასრულებთ. ნეიმარის შესახებ არ ვიცი, მაგრამ მე და მესი აუცილებლად თანაგუნდელები ვიქნებით. “, - თქვა სუარესმა.