ლაციომ მილინკოვიჩ-სავიჩის სატრანსფერო ფასი დაასხელა

რომის "ლაციომ" სერბ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ფასი დაადო, რომელსაც ამ ზაფხულს გუნდის დატოვება სურს.
ჟურნალისტ დანიელ ლონგოს ინფორმაციით, რომაული კლუბი ნახევარმცველისთვის 35 მილიონ ევროს მოითხოვს, რომელსაც კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი ადრე ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესების სფეროში იყო, მაგრამ ბოლო დროს ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ტურინის "იუვენტუსმა" გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი ადრე ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესების სფეროში იყო, მაგრამ ბოლო დროს ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ტურინის "იუვენტუსმა" გამოიჩინა.
მილინკოვიჩ-სავიჩმა სეზონი სერია A-ში 9 გოლით და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა.