კიდევ ერთი მსურველი - მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის გუნდში?
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულს "ვალენვიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გუნდს დატოვებს.
კარგი სეზონის შემდეგ, მამარდაშვილის მიმართ ინტერესი დიდია. ყველაზე მეტად მისი შეძენით "ტოტენჰემი" ინტერესდება.
თუმცა დღეს, Eldesmarque წერს, რომ ახალგაზრდა კიპერის შეძენა ესპანურ "სევილიასაც' სურს.
საქმე იმაშია, რომ ზაფხულში ანდალუსიელთა მთავარი მეკარე ბონო გუნდს დატოვებს და "სევილია" მისი შემცვლელის ძიებაშია.
შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" წელს ევროპა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური ავტომატურად მოიპოვა.