ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბრაჰიმ დიასი მადრიდის რეალში ბრუნდება

ოფიციალურად: ბრაჰიმ დიასი მადრიდის რეალში ბრუნდება
თარიღი 10 ივნ 2023, 16:30
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასი "მილანში" სამწლიანი იჯარის შემდეგ მადრიდულ გუნდში ბრუნდება. 

ამის შესახებ "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად გამოაცხადა.

გუნდმა ასევე განაცხადა, რომ დიასმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ბრაიმი მომავალ სეზონში პირველი გუნდის მოთამაშე იქნება.

ესპანელი სავარაუდოდ მარკო ასენსიოს ჩაანაცვლებს, რომელმაც კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" სურდა დიასის დატოვება და დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრანსფერის გამოსყიდვაზე, მაგრამ "როსონერიმ" საბოლოოდ ვერ მოახერხა მადრიდის "რეალის" მოთხოვნების დაკმაყოფილება.