ალესანდრო ნესტა იტალიურ გუნდს უხელმძღვანელებს
"მილანის" ლეგენდა ალესანდრო ნესტა "რეჯიანას" მთავარი მწვრთნელად დაინიშნა.
47 წლის სპეციალისტის დანიშვნა კლუბმა ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გამოაცხადა.
ნესტამ კონტრაქტი ერთი სეზონით გააფორმა. ის ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით, თუ "რეჯიანა" შეინარჩუნებს ადგილს სერია B-ში.

გუნდი 2022/23 წლების სეზონის შემდეგ იტალიის რანგით მეორე საფეხბურთო დივიზიონში აღზევდა.
ალესანდრო ნესტა ორ წელზე მეტია რაც უგუნდოდ იყო დარჩენილი. 2021 წლის მარტში სპეციალისტმა "ფროსინონე" დატოვა.