ავტორიზაცია

"არადა, საშინლად ვთამაშობდი", - მატჩის გმირის კომენტარი ფინალის შემდეგ

"არადა, საშინლად ვთამაშობდი", - მატჩის გმირის კომენტარი ფინალის შემდეგ
თარიღი 11 ივნ 2023, 01:30
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, "სიტიმ" ფინალში "ინტერი" სწორედ როდრის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

"არადა, პირველ ნახევარში საშინლად ვთამაშობდი, ჩემს თავს არ ვგავდი და უკმაყოფილო ვიყავი.

მეორე ტაიმში, გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დაუჯერებელი ემოციებია, რასაც ვერ აღვწერ", - გააცხადა როდრიმ.