გრილიში: "ეს არის ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვშრომობდი"
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტი" "ინტერს" დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა.
მატჩის სემდეგ კომენტარი ქალაქელთა ინგლისელმა შემტევმა ჯეკ გრილიშმა გააკეთა.
"საკმაოდ მძიმე და რთული ბრძოლა იყო, ისეთი როგორიც ფინალში უნდა ყოფილიყო.
გავიმარჯვეთ და საოცარი გრძნობაა. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვშრომობდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კოლექტივთან ერთად ტრიპლეტი მოვიგე", - განაცხადა გრილიშმა.