ავტორიზაცია

ხულიან ალვარესმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ხულიან ალვარესმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თარიღი 11 ივნ 2023, 16:54
მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა ამ სეზონში მრავალი ტიტული მოიგო და არაერთი რეკორდიც დაამყარა.

Opta-ს ცნობით, თავდამსხმელი გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, კოპა ლიბერტადორესი და მსოფლიო ჩემპიონატი. 

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მიღწევა აქამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ დააფიქსირა. ალვარესის გარდა, ამ ტიტულების აღება კაფუმ, როკე ჟუნიორმა და რონალდინიომ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი მანჩესტერ "სიტის" 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა.