ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჰუსემ აუარი რომაში ითამაშებს

ოფიციალურად: ჰუსემ აუარი რომაში ითამაშებს
თარიღი 11 Jun 2023, 17:41
ფრანგი ნახევარმცველი ჰუსემ აუარი იტალიურ "რომაში" ითამაშებს.

24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ აუარმა "ლიონი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დასრულებულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა ლიგა 1-ში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.