ავტორიზაცია

"ორი თვეა ეს პრობლემები მაწუხებს, ფინალში კი კუნთი გამისკდა", - დე ბრუინი მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა?

"ორი თვეა ეს პრობლემები მაწუხებს, ფინალში კი კუნთი გამისკდა", - დე ბრუინი მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა?
თარიღი 11 Jun 2023, 22:42
კევინ დე ბრუინმა დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული, ბარძაყის უკანა ზედაპირის ტრავმა მისთვის ახალი არ ყოფილა.

ბელგიელმა დაზიანება 36-ე წუთზე მიიღო და მოედანზე ადგილი ფილ ფოდენს დაუთმო.

„ორი თვე მაწუხებდა ეს პრობლემები, მაგრამ მხოლოდ მცირედით. ფინალში კი კუნთი უბრალოდ გამისკდა. მოედანზე გუნდისთვის თავს არასდროს ვზოგავ და ეს კლუბშიც კარგად იციან.

ვამაყობ, რისი გაკეთებაც მოვახერხე. სამწუხაროა, რომ ყველაფერი სწორედ ასე განვითარდა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ტიტულით ვბრუნდებით სახლში, ასე რომ საგანგაშო არაფერია.“, - აღნიშნა დე ბრუინმა.

თუ ბელგიელს კუნთის სრული გაწყვეტა დაუდასტურდება, ის საფეხბურთო მოედანს სამი თვით ჩამოშორდება.