ავტორიზაცია

რამდენი გამოიმუშავა მანჩესტერ სიტიმ ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგებით?

რამდენი გამოიმუშავა მანჩესტერ სიტიმ ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგებით?
თარიღი 11 Jun 2023, 23:18
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტი“ გახდა მეორე ინგლისური გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ, რომელმაც ტრებლი შეასრულა, ანუ ერთ სეზონში სამი ტიტული მოიგო.

პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა აღმართეს.

ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის „სიტიმ“ 180 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

ჩემპიონთა ლიგის მოგებამ „ქალაქელები“ 110 მილიონი ფუნტით გაამდიდრა, ინგლისის თასზე გამარჯვებამ კი - 4 მილიონით.

ჯამში, „მანჩესტერ სიტიმ“ 2022/23-სეზონში მოპოვებული ტიტულებით 294 მილიონი ფუნტის გამომუშავება შეძლო.