ავტორიზაცია

WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური თერთმეტეული საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად შეადგინა

WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური თერთმეტეული საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად შეადგინა
თარიღი 12 Jun 2023, 22:56
ერლინგ ჰოლანდი და ვინისიუს ჯუნიორი WhoScored-ის მიერ შედგენილი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ.

გუნდი ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, მატჩებში მიღებული საუკეთესო საშუალო შეფასების მქონე ფეხბურთელებისგან შეირჩა. მასში მოხვდნენ მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებმაც ითამაშეს მინიმუმ 700 წუთი, მათი გუნდი კი სულ ცოტა მეოთხედფინალამდე მაინც მივიდა.

მეკარე: ანდრე ონანა (ინტერი, საშუალო ქულა 7.17)

მცველები: ალექს გრიმალდო (ბენფიკა, 7.39), კიმ მინ ჯე (ნაპოლი, 7.20) რუბენ დიაში (სიტი, 7.26), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი, 7.43)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (სიტი, 7.48), იოზუა კიმიხი (ბაიერნი, 7.68), ფედე ვალვერდე (რეალი, 7.36)

თავდამხსმელები: ვინისიუსი (რეალი, 7.77), ერლინგ ჰოლანდი (სიტი, 7.56), ჟოაო მარიუ (ბენფიკა, 7.25).