BREAKING: პარი სენ-ჟერმენმა კილიან მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგება?
კილიან მბაპეს სატრანსფერო პერიპეტიები ახალ ეტაპზე გადადის.
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს აცნობა, რომ მან ის ან გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან მის გაყიდვას ამ ზაფხულსვე შეეცდებიან.
თავის მხრივ, მბაპემ კლუბს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. კლუბთან დაახლოვებული წყაროები გაოცებულები არიან, რომ ხელმძღვანელობა შოკირებული დარჩა იმ ფაქტისგან, რომ მბაპემ ოფიციალური წერილით თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი.
საქმეს ის ართულებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მას შეუძლია, მომდევნო ზაფხულს გუნდი სრულიად უფასოდ დატოვოს. სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად, პარიზელებმა ულტიმატუმის წაყენება გადაწყვიტეს.
სიტუაციას აქტიურად აკვირდება მადრიდის „რეალი“, რომელიც წლებია მბაპეს გადაბირების მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება.