ავტორიზაცია

ალ იტიჰადი დარწმუნებულია, რომ კანტეს ტრანსფერს 24 საათის განმავლობაში დაასრულებს

ალ იტიჰადი დარწმუნებულია, რომ კანტეს ტრანსფერს 24 საათის განმავლობაში დაასრულებს
თარიღი 13 ივნ 2023, 12:47
"ალ იტიჰადი" "ჩელსის" ნახევარმცველ ნგოლო კანტესთან გაფორმებასთან ახლოსაა, რომელიც საუდის არაბეთის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, საუდის არაბეთის კლუბი დარწმუნებულია, რომ კანტე კონტრაქტს უახლოეს 24 საათში მოაწერს ხელს.

წყარო აღნიშნავს, რომ ადრე ფრანგმა სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა და კონტრაქტის პირობებზე დათანხმდა. 

შეგახსენებთ, რომ კანტემ "ჩელსისთან" ერთად 7 წელი გაატარა და კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, გარდა ლიგის თასისა, სადაც ფრანგი ფინალში ორჯერ დამარცხდა.