საბა ლობჟანიძე: "მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად"
საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე მეცხრე დღეა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი სრული დატვირთვით მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა კვიპროსსა და საქართველოს შორის 17 ივნისს, 22:45 დაიწყება.
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩზე საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.
საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია, თავდაპირველად სრულო კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს რომ ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად".

Nakrebi.ge