ავტორიზაცია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ობამეიანგი ინტერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ობამეიანგი ინტერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა
თარიღი 14 Jun 2023, 15:37
მილანის "ინტერმა" შეიმუშავა გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში გუნდს ლაუტარო მარტინესი ან რომელუ ლუკაკუ დატოვებს. 

"ნერაძურის" ბელგიელ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მაგრამ "არისტოკრატები" შესაძლოა არ დაეთანხმონ "ინტერის" პირობებს.

The Athletic-ის ცნობით, თუ იტალიელები ლუკაკუს სესხის გახანგრძლივებას ვერ მოქხერხებენ, ან თუ კლუბი მარტინესს გაყიდის, მილანური კლუბის მთავარი სამიზნე პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება.