"კარი ღია იქნება", - პარი სენ-ჟერმენი ახალი პროექტისთვის ემზადება, კილიან მბაპეს გარეშე
„პსჟ-ში“ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კილიან მბაპეს გაყიდვა, თუ ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
როგორც L’Equipe-ს ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება უკვე დიდი ხანია არსებობს.
გასულ სეზონში მბაპეს არ უნდოდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში და ასევე, კლუბის მიერ ჩატარებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრით იყო უკმაყოფილო. განსაკუთრებით საწყენი გამოდგა მისთვის ის, რომ გუნდში ვერც ორელიან ჩუამენი მიიყვანეს, ვერც რობერტ ლევანდოვსკი და ვერც მწვრთნელად ზინედინ ზიდანი.
ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებლად მოსჩანს:
„კარი ღია იქნება, ჩვენი პროექტის ახალი სტადია დავიწყეთ - ახლა კოლექტივი ინდივიდუალურობაზე მნიშვნელოვანი იქნება. თუ ჩვენ გადაწყობა მის გარეშე მოგვიწევს, ამას გავაკეთებთ.“, - აღნიშნა კლუბთან დაახლოებულმა პირმა.