დრამატული მატჩი, ლუკა მოდრიჩის ბენეფისი და ხორვატია ერთა ლიგის ფინალშია!
ერთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდების და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა როტერდამში გაიმართა და სტუმარი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
თამაში ძალიან უხვგოლიანი და საინტერესო გამოვიდა. 34-ე წუთზე დონიელ მალენმა ნიდერლანდების დაწინაურება მოახერხა, თუმცა 55-ზე კრამარიჩმა ლუკა მოდრიჩის მოპოვებული პენალტი უზადოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
72-ე წუთზე პაშალიჩის გოლით ხორვატება წინ გავიდნენ, მაგრამ 92-ზე ლანგმს ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საქმის გარჩევა დამატებით დროში გადაიყვანა.
ექსტრა-ტაიმში ხორვატებმა საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს - 98-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა პეტკოვიჩს გაატანინა, 116-ზე კი მეორე პენალტი უკვე თავად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ხორვატიამ 4:2 იმარჯვა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების მატჩი დღეს, 15 ივნისს გაიმართება.