ფაბრიციო რომანო: დაძაბული კვირები ახლოვდება - მბაპეს დარჩენა და უფასოდ წასვლა სურს, პსჟ კი წასვლისკენ უბიძგებს
ფაბრიციო რომანოს მორიგი ინფორმაცია კილიან მბაპეს სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით.
პსჟ-სთვის და მბაპესთვის ძალიან დაძაბული რამდენიმე კვირაა მოსალოდნელი. ფეხბურთელს კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, კონტრაქტის გახანგრძლივების გარესე, პარიზელები კი წასვლისკენ უბიძგებენ, თუ ის ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.
თუ გაყიდვაზე მიდგა საქმე, პსჟ მზადაა ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკებები, მათ შორის - მადრიდის რეალთანაც.
"ბლამკოსი" მბაპეს გარშემო არსებული ყველანაირი სიტუაციის საქმის კურსშია. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ მბაპეს დამატების კარგი და კონკრეტული შანსი აქვთ და რომ კილიანი დღემდე ოცნებობს „რეალ მადრიდში" თამაშზე.