ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხაეება გამოაქვეყნა.
22 წლის შემტევმა დაადასტურა, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მისი სურვილი ამ ტურნირზე თამაში იყო, მაგრამ რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდული ნაკრების რიგითი გულშემატკივარი იქნება.
ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს. ",- წერია განცხადებაში.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს. ",- წერია განცხადებაში.