ავტორიზაცია

ნაპოლიმ ჯოვანი სიმეონეს გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - ფაბრიციო რომანო

ნაპოლიმ ჯოვანი სიმეონეს გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - ფაბრიციო რომანო
თარიღი 15 Jun 2023, 22:47
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ სრულფასოვანი წევრი გახდება.

გასული სეზონი არგენტინელმა შემტევმა ნეაპოლურ გუნდში „ვერონადან“ იჯარით გაატარა.

კონტრაქტით გათვალისწინებული პირობით, „ნაპოლის“ ფეხბურთელის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლო და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბმა ამის გაკეთება გადაწყვიტა.

„ნაპოლისა“ და სიმეონეს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია - შესაბამისად, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიში“ რჩება.