ოფიციალურად: ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
„ნაპოლიმ" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა.
ნეაპოლიტანურ გუნდში ლუჩანო სპალეტის შემცვლელი ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია იქნება.
ჯერჯერობით, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები და ვადები არ საჯაროვდება.
რუდი გარსიას უკანასკნელი გუნდი საუდის არაბეთის „ალ ნასრი" იყო, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ სამწვრთნელო კარიერაში ერთწლიანი შესვენების აღება გადაწყვიტა და სეზონის დასრულებისთანავე „ნაპოლიდან" წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.