დე ხეას არასტაბილურობის გამო, ტენ ჰაგი ახალ მეკარეს აკვირდება
„ინტერის" კამერუნელი გოლკიპერი ანდრე ონანა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.
The Guardian-ის ინფორმაციით, მანკუნიანელები ონანას ტრანსფერით დავიდ დე ხეას არასტაბილურობის გამო ინტერესდებიან, რადგან ესპანელი ბევრ არასაჭირო გოლს უშვებს.
ამის ფონზე, ერიკ ტენ ჰაგს ესპანელისთვის გუნდში ძლიერი კონკურენტის მოყვანა სურს და თვალი სწორედ ინტერის გოლკიპერს დაადგა.
თავად 27 წლის ფეხბურთელი არ არის წინააღმდეგი „ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების, თუმცა „მანჩესტერის" გარდა, მისით „ჩელსიც" ინტერება, „ინტერი" კი გოლკიპერს 30-35 მილიონ ევროდ აფასებს