გორეცკა: "ტერ შტეგენმა მითხრა, რომ ბარსელონაში ჩვენი ჩემპიონობა ძალიან გაუხარდათ, რადგან ლიგაზე ერთ ჯგუფში ვეღარ მოვხვდებით"
„ბარსელონაში" ძალიან გაუხარდათ, რომ „ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში აღარ შეხვდებიან.
ბოლო ორი წელია, ეს ორი გუნდი ლიგის ჯგუფში ერთად ხვდება და შედეგად, ორივეჯერ „ბარსელონა" ჯგუფში ჩარჩა.
„ამ თემაზე ტერ შტეგენთან უკვე ვიხუმრე. მან მითხრა, რომ „ბარსელონაში" ჩვენი ჩემპიონობა ძალიან გაუხარდათ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ერთ ჯგუფში ვეღარ მოვხვდებით.
ის, რომ კვლავ ჩემპიონები გავხდით, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შემდეგ სეზონში არ ვეცდებით ყველა ტიტულის მოგებას.", - აღნიშნა გორეცკამ.
ბოლო ორ სეზონში „ბაიერნმა" „ბარსელონას" ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე მატჩი საერთო ანგარიშით 11:0 მოუგო.