მანჩესტერ იუნაიტედმა ორი ფეხბურთელის წასვლის და დე ხეასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
სეზონის ბოლოს „წითელ ეშმაკებს“ ოფიციალურად ტოვებენ ფილ ჯონსი და აქსელ ტუანზებე. ორივე ამ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და ისინი უფასოდ მიდიან.
ამავდროულად, კლუბმა ისიც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დავიდ დე ხეასთან, პოტენციურ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. თუ შეთანხმება ვერ შედგა, „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება ესპანელ კიპერსაც მოუწევს.
ფილ ჯონსი „მანჩესტერის“ შემადგენლობის ერთ-ერთი ვეტერანი იყო. ის, დავიდ დე ხეასთან ერთად იყო უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ერას მოესწრო და ინგლისის პრემიერ ლიგაც ჰქონდა მოგებული.