მოედანზე მესის ჩასახუტებლად შევარდნილ ჩინელ გულშემატკივარს, სტადიონებზე შესვლა 12 თვით აეკრძალა
ჩინეთში გამართული ამხანაგური მატჩის, არგენტინა - ავსტრალიის დროს, ადგილობრივი ქომაგი მოედანზე ლეო მესის ჩასახუტებლად შევარდა.
18 წლის გულშემატკივარს, რომელიც პოლიციამ სახელად „დი“ მოიხსენია, მოედანზე შეჭრისთვის ადმინისტრაციული დაკავება შეეფარდა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა ქომაგს მსგავს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება უახლოესი 12 თვით აეკრძალა.

ავსტრალიასთან გამართული ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონებმა 2:0 მოიგეს, ლეო მესიმ კი ამ შეხვედრაში კარიერის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.