ავტორიზაცია

[პრევიუ] მნიშვნელოვანი მატჩი: საქართველოს ნაკრები ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ

[პრევიუ] მნიშვნელოვანი მატჩი: საქართველოს ნაკრები ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ
თარიღი 17 Jun 2023, 01:50
დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

ამ მატჩს დიდი მოლოდინი აქვს ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

ვილი სანიოლის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობითაა. გუნდმა შეკრებმა 10 დღის წინ დაიწყო, ეს 10 დღე კი საკმაოდ ნაყოფიები გამოდგა, ტრავმა არავის მიუღია, დანაკლისი არ გვაქვს.

საქართველოს ნაკრებმა ამ ჯგუფში ნორვეგიასთან შინ ფრე ითამაშა, კვიპროსის ნაკრებმა კი შოტლანდიასთან წააგო. შესაბამისად, ორივე ნაკრები მოედანზე მოსაგებად გავა.

როგორც ქეცბაიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრებს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მძიმე ბრძოლა ელის.

"ხვალ ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რახან მატჩის შემდეგ ვნახავთ, რისთვის ვიბრძოლებთ ამ ტურნირზე. საქართველოს ნაკრებს კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენც გვყავს მოთამაშეები, რომელთაც სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლიათ. ეს თამაში ჩემთვის არაფრის დასამტკიცებელი არ არის, საქართველოს ნაკრებში 5 წელი ვმუშაობდი და ამ პერიოდში რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, რასაც გულშემატკივარი ელოდა. იმედი მაქვს, დღევანდელი საქართველოს ნაკრები შეძლებს იმას, რაც წინამორბედებმა ვერ შეძლეს და ევრო და მსოფლიო საგზურს მოიპოვებს", - განაცხადა ქეცბაიამ.

ვილი სანიოლის თქმით კი ის ქეცბაიას სიურპრიზს ვერ შესთავაზებს, რადგან თემური ქართულ ფეხბურთს ისედაც კარგად იცნობს.

"ქეცბაია პირადად წილისყრაზე გავიცანი, კარგი ადამიანია და ბევრი ვისაუბრეთ. მოხარული ვარ, რომ მოწინააღნდეგე გუნდის მწვრთნელი ჩემს ფეხბურთელებზე საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ ღირებული მოთამაშეები გვყავს. კვარაცხრლიაზე ბევრი საუბარი შეგვიძლია, მაგრან გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ქეცბაიასთვის სიურპრიზის შეთავაზება რთული იქნება, რადგან ის ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს. ხვალ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა", - განაცხადა სანიოლმა.

საინტერესო ფაქტები

ბოლო 2 წელიწადში კვიპროსს მხოლოდ 2 საშინაო მატჩი აქვს მოგებული - ესტონეთთან და საბერძნეთთან

53 მატჩი მოთამაშის რანგში, 40 მატჩი მწვრთნელის რანგში - თემურ ქეცბაია დღეს საქართველოს წინააღმდეგ იქნება

გასულ წელს, ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის ყველა გასვლით მატჩში გაიტანა გოლი

საქართველო და კვიპროსი ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 კვიპროსმა მოიგო, 1 საქართველომ, 1 ფრედ დასრულდა.

კვიპროსი - საქართველო

ჩემპიონატი: ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

ადგილი: კვიპროსი, ლარნაკა

დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)

მთავარი მსაჯი: ფაბიო ვარისიმო (პორტუგალია)

სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე