ბარსელონა არგენტინელი ფეხბურთელით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნე "ტოტენჰემის" არგენტინელი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსოა.
მოგეხსენებათ, ხავის გუნდი გუნდოგანის შეძენითაა დაინტერესებული, ლო სელსოს კი მის ალტერნატივად განიხილავენ.
გასული სეზონ-ნახევარი ლო სელსო იჯარით თამაშობდა ვილიარეალში. მისი კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2025 წლის ივნისამდეა ძალაში.
გასულ სეზონში 29 მატჩში მან გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასულ სეზონში 29 მატჩში მან გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.