BREAKING: ნაპოლის დაცვის ლიდერი კიმ მინ ჯე კარიერას ევროპულ გრანდში გააგრძელებს
„ნაპოლის“ დაცვის ლიდერი, კიმ მინ ჯე, კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
Foot Mercato-ს ავტორიტეტული ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, სამხრეთკორეელმა მცველმა არჩევანი მიუნხენის „ბაიერნზე“ შეარჩია და სხვა მის მიმართ დაინტერესებულ კლუბებს ამის შესახებ უკვე შეატყობინეს.
ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ სრულ შეთანხმებას უკვე მიაღწია. წლიური ხელფასის სახით კიმი 10 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლის“ კი მის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო ერგება.
შესაბამისად, „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომლებიც მცველით ასევე ინტერესდებოდნენ, სხვა ვარიანტების ძიებას შეუდგებიან.