კილიან მბაპემ გაამხილა როდის გააკეთებს ახალ გუნდზე არჩევანს

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის მომავალზე.
ფეხბურთელი კვლავ აცხადებს, რომ მომავალ სეზონში პარიზულ გუნდში ითამაშებს.
კილიან მბაპე 2024 წელს "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შესახებ: "მე დავრჩები პსჟ-ში მომავალ სეზონში, ჩემს მომავალს კი მხოლოდ 2024 წელს გადავწყვეტ.
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში, განსაკუთრებით ისეთ კლუბში, როგორიც პსჟ-ა. ", - განუცხადა კილიანმა Telefoot-ს.
მანამდე მბაპემ განაცხადა, რომ არ აპირებს "პსჟ"-სთან კონტრაქტის განახლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება.
მანამდე მბაპემ განაცხადა, რომ არ აპირებს "პსჟ"-სთან კონტრაქტის განახლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება.
ამავდროულად, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიგა 1-ის გრანდი ამ ზაფხულს ეცდება მბაპეს გაყიდვას, რათა ერთი წლის შემდეგ კილიანი უფასოდ არ გაუშვან.