ავტორიზაცია

2022 წელი გამარჯვებით დავიწყეთ! — საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია დაამარცხა

2022 წელი გამარჯვებით დავიწყეთ! — საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია დაამარცხა
თარიღი 26 Mar 2022, 02:01

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის პირველი მატჩი ქალაქ ზენიცაში, ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართა.

აღნიშნული დაპირისპირება "ჯვაროსნების" გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 0:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ნახევრის სტარტზევე, 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

28 წლის ქართველმა ფორვარდმა, რომელიც საკლუბო დონეზე უნგრული "უიპეშტის" ღირსებას იცავს, ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველო 29 მარტს, ალბანეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.