ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ჩემპიონია!
პორტუგალიის და საფრანგეთის შემდეგ, ერთა ლიგის რიგით მესამე
გათამაშების ჩემპიონი შარშანდელი ფინალისტი, ესპანეთის ნაკრები გახდა.
ფინალში ფურია როხას მეტოქე ლუკა მოდრიჩის ხოტვატიის ნაკრები იყო და მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.
საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ესპანეთმა 5:4 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.
გადამწყვეტი უნაი სიმონის მიერ პეტკოვიჩის დარტყმის მოგერიება გახდა, რომლის შემდეგაც დანი კარვახალმა სერიაში წერტილი დასვა.
ესპანეთისთვის ეს ისტორიაში მე-5 ტიტულია სამი ევროპის ჩემპიონატისა და ერთი მსოფლიოს შემდეგ, ხორვატიამ კი პირველი თასის მოგების შანსი კვლავ ვერ გამოიყენა.