კრისტოფ გალტიემ საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე შესაძლოა "ალ-შაბაბს" უხელმძღვანელოს.
56 წლის მწვრთნელი მალე პარიზულ კლუბს დატოვებს, ამიტომ მას ახლა შეუძლია მოლაპარაკება პოტენციურ ახალ დამსაქმებლებთან დაიწყოს.

ჟურნალისტ სანტი აუნას თქმით, საუდის არაბეთის "ალ-შაბაბი" დაინტერესებულია გალტიეს დანიშვნით, რომლის წარმომადგენლებიც სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ.
კრისტოფ გალტიემ პარიზული გუნდის სათავეში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და გუნდი ლიგა 1-ში გამარჯვებამდე მიიყვანა. ჩემპიონთა ლიგაში "პსჟ" მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა.