ალ-ნასრი ინტერის ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
"ნერაძურის" ხელმძღვანელობა მზადაა 30 წლის ფეხბურთელისთვის შეთავაზებები განიხილოს.
"ნერაძურის" ხელმძღვანელობა მზადაა 30 წლის ფეხბურთელისთვის შეთავაზებები განიხილოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ალ-ნასრი" ხორვატისთვის ბრძოლას აპირებს - საუდის არაბეთის კლუბმა პირველი შეთავაზება შესაძლოა უახლოეს დღეებში გააკეთოს.
ბროზოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში, "ინტერი" შეძლებს დავიდე ფრატესის შეძენას, რომელიც დიდი ხანია ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.