ოფიციალურად: რეალმა ცენტრფორვარდის ტრანსფერი დაადასტურა
მადრიდის „რეალმა" ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაამატა.
ხოსე ლუის მატო სანმარტინი, უფრო ცნობილი როგორც ხოსელუ კარიერას „ესპანიოლიდან" მადრიდის „რეალში" გააგრძელებს.
33 წლის ფორვარდი „სამეფო კლუბის" აღზრდილია, ადრეულ წლებში მან „რეალის" მეორე გუნდში ორი წელი გაატარა და 2011-ში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.
ესპანეთის ნაკრების ფორვარდი „რეალს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რაშიც კლუბმა 500 ათასი ევრო გადაიხადა. თუ კლუბი მის გამოსყიდვასაც მოისურვებს, ამის გაკეთება დამატებით 1.5 მილიონ ევროდ შეეძლება.
ხოსელუს პრეზენტაცია ხვალ, 20 ივნისს, „რეალის" სავარჯიშო ბაზაზე გაიმართება.