ფოტო: კვარაცხელია სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ 10-ში მოხვდა

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

"ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის ფასი 120 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რითიც სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
მართალია ცვლილებები ნეაპოლური გუნდის გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას არ შეეხო, მაგრამ ქართველი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ტოპ 10-ში მაინც მოხვდა.
