ავტორიზაცია

ანჩელოტიმ მადრიდის რეალს ორი მოთამაშის გაშვება მოთხოვა

ანჩელოტიმ მადრიდის რეალს ორი მოთამაშის გაშვება მოთხოვა
თარიღი 19 Jun 2023, 15:21
მადრიდის "რეალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თხოვნით შესაძლოა ორი ფეხბურთელი გაუშვას, ამის შესახებ AS-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი არ არის დაინტერესებული მცველ ალვარო ოდრიოზოლასთან და მეკარე ანდრეი ლუნინთან შემდგომი თანამშრომლობით. 

ანჩელოტიმ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მოუწოდა, ეს ფეხბურთელები ტრანსფერზე დაეყენებინათ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო სეზონში ლუნინმა შვიდი მატჩში ამდენივე გოლი გაუშვა. ოდრიოზოლამ კი მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.