გვარდიოლა: "ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ ერთმა ფორვარდმა სამი მეტრიდან თავით გოლი ვერ გაიტანა"
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ბარსას თავკაცის, ხავი ერნანდესისთვის უფრო მეტი დროის მიცემა ითხოვა.
"მე ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ თავდამსხმელმა სამი მეტრიდან თავით ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.
მიეცით ხავის მეტი დრო, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩვენც რვა წელი დაგვჭირდა." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, თავდამსხმელში პეპმა რომელუ ლუკაკუ იგულისხმა, რომელიც ფინალში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.