VIDEO: "შვილის დაკარგვაზე მძიმე არაფერია", - საქველმოქმედო პროექტზე სიტყვით გამოსვლისას, ზიდანმა ცრემლები ვერ შეიკავა
საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ზინედინ ზიდანმა ცრემლები ვერ შეიკავა.
საფრანგეთის ნაკრების და „რეალის“ ექს-ფეხბურთელი ეწვია ისტრს, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება. პროექტი დააწესა საქველმოქმედო ორგანიზაცია Le Point Rose-მ - ეს კომპანია ეხმარება მშობლებს, რომლებმაც შვილი დაკარგეს. მისი სპონსორი კი ზიდანი გახდა.
პროექტი მიზანმიმართულია იმაზე, რომ მშობლებმა შვილებთან „უკანასკნელი ბედნიერი დღეები“ გაატარონ და დანაკარგის შემდეგ, მორალურად მომჯობინდნენ.
სიტყვით წარდგენისას, ზიზუ ატირდა: „ვამაყობ, რომ შემიძლია თქვენი პროექტის სპონსორი ვიყო. ბატონო მერო, შეგიძლიათ იამაყოთ, რომ თქვენ ამ ოჯახებისთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებთ.
შვილის დაკარგვა - ყველაზე მძიმე რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩემ მშობლებს ამის გადატანა მოუწიათ და ვიცი, რა რთულია ეს.“, - აღნიშნა ზიდანმა.
ზინედინის ძმა ფარიდი 2019 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰოსპიტლის მშენებლობის დაწყება 2023 წლის ბოლოსკენ იგეგმება, დასრულება კი - 2025-ში.