ევროტურნირებზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე წელს საქართველოს სახელით ჩემპიონი "დინამო თბილისი" იასპარეზებს.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოელთა სავარაუდო მეტოქეები შერიფი (მოლდოვა), ბატე (ბელარუსი), ასტანა (ყაზახეთი), ჰაიფას მაქაბი (ისრაელი) და ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) იქნებიან.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო", "დილა" და "დინამო ბათუმი" იასპარეზებენ.
"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არარატ-არმენია (სომხეთი), სუტიესკა (მონტენეგრო), სარაევო (ბოსნია-ჰერცოგოვინა), ვადუცი (ლიხტენშტაინი), დომჟალე (სლოვენია) არიან.
გორის "დილას" სავარაუდო მეტოქეები დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პიუნიკი (სომხეთი), RFS (ლატვია), ტობოლი (ყაზახეთი) და მილსამი (მოლდოვა) არიან.
"დინამო ბათუმის" კი ტირანა (ალბანეთი), ჟელეზნიჩარი (ბოსნია-ჰერცეგოვნია), ზიმბრუ (მოლდოვა), ბირკირკარა (მალტა) და არსენალ ტივატი (მონტენეგრო).