» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგა. დღევანდელი მატჩების პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი www.iveriabet.com ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩების ანონსს გთავაზობთ. E ჯგუფი "ცსკა" - "რომა" (21:00 სთ) ამ ჯგუფში ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ 4-ვე გუნდს აქვს ფლეი-ოფში თამაშის შანსი. ამჟამად მოსკოველებსაც და რომაელებსაც 4-4 ქულა აქვთ. დღეს იტალიელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელით "არენა ხიმკის" სტადიონზე. სინოპტიკოსების ვარაუდით, საღამოს 7 გრადუსი ყინვა იქნება, რაც სტუმრებს ძალიან გაურთულებს საქმეს. თანაც, "ცსკა"-ს რომში განცდილი სამარცხვინო მარცხის გამო რევანში აქვს ასაღები. ტრავმის გამო, "არმიელებს" ელმი და ნატხო დააკლდება. საეჭვოა ვერნბლომის თამაშიც. რაც შეეხებათ სტუმრებს, "რომა" ტრავმირებულ ბორიელოს, ლეანდრო კასტანს, მაიკონს, ტოროსიდისს და იანგა მბივას მოისაკლისებს. მცირე დაზიანება აწეუხებს სტროოტმანს. მატჩი, ჩვენი დროით, 21:00 საათზე დაიწყება. "მანჩესტერ სიტი" - "ბაიერნი" (23:45) მანჩესტერელებს დღეს ბოლო შანსი აქვთ! ან "ბაიერნსი" დამარცხება - ან ჩემპიონთა ლიგასთან განშორება! მიუნხენელები 12 ქულით ჯგუფის სათავეში არიან. მათ უკვე გაინაღდეს პირველი ადგილი, ამიტომ შესაძლოა, ხოსეპ გვარდიოლას მხრიდან ოდნავ გადახალისებული შემადგენლობა ვიხილოთ, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ექსპერიმენტების დრო და ადგილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე ნათამაშები ბოლო 18 მატჩიდან "ბაიერნს" მხოლოდ 3 ფრე აქვს და 15 გამარჯვება! "სიტის" მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიცირებულნი არიან გუნდსის წამყვანი ფეხბურთელები: იაია ტურე და ფერნანდინიო. ასევე, ტრავმა აწუხებთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯეკოს, კოლაროვის, სილვას და ბოატენგის თამაში. თავის მხრივ, არც "ბაიერნია" კარგ მდგომარეობაში. ბავარიელებს ტრავმის გამო ერთბაშად 8 ფეხბურთელი (ალაბა, ბადშტუბერი, მარტინესი, ლამი, პიზარო, რეინა, შტარკე და ალკანატარა) დააკლდება. F ჯგუფი "აპოელი" - "ბარსელონა" (23:45) F ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ორი კლუბის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ამ შეხვედრას ერთი ინტრიგა სდევს თან: "ბარსელონა" პირველი ადგილისთვის იბრძვის, "აპოელი" კი ევროპა ლიგაზე გამსვლელი მე-3 საფეხურისთვის. "ბარსას" ბოლო 3 მატჩი მოგებული აქვს, "აპოელს" კი ბოლო 3 - წაგებული. კატალონიელთა მხრიდან, ტრავმირებულნი არიან ინიესტა და ვერმაელენი. რაც შეეხება "აპოელს", ჩარალამბიდესი დააკლდება. "პსჟ" - "აიაქსი" (23:45) პარიზელები პირველ ადგილზე დამსახურებულად არიან. იბრას და კომპანიას დღესაც გამარჯვება სჭირდებათ, რათა კიდევ უფრო გაიმყარონ ჯგუფის ლიდერის სტატუსი. ულაპარაკოდ, "პსჟ" მატჩის ფავორიტია. ლორან ბლანის გუნდს ყველა ტურნირზე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. მასპინძლებს დღეს ტრავმირებული ფეხბურთელები: კაბაიე, ტიაგო მოტა, ტიაგო სილვა და ვერატი ვერ დაეხმარებიან. "აიაქსი" დისკვალიფიცრებულ ველტმანს და ტრავმირებულ ფიშერს მოისაკლისებს. G ჯგუფი "შალკე" - "ჩელსი" (23:45) რობერტო დი მატეო თავისი ყოფილი კლუბის, "ჩელსის" წინააღმდეგ გამოიყვანს გუნდს. იტალიელ სპეციალისტს დიდი გამოცდა ელის, რადგან "არისტოკრატები" ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელნი არიან. ამჟამად, "შალკე 04" ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, თუმცა მხოლოდ ქულით უსწრებს მე-3-ადგილოსან "სპორტინგს", "მარიობორი" კი 2 ქულის ზღვარზეა. საქმე "მოგვარებული" არც "ჩელსის" აქვს, ამიტომ გელზენკირხენში დღეს დიდი ბრძოლა იქნება. ბრიტანელები გერმანიაში სრული შემადგენლობით ჩავიდნენ, "შალკეს" კი ტრავმის გამო დრაქსლერი, ფარფანი და კოლაშინაცი დააკლდებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გორეცკას, სემის, გიფერის და ობასის თამაშიც. "სპორტინგი" - "მარიბორი" (23:45) ლისაბონში დიდ ჯახს ელიან. "სპორტინგს" ჯერ კიდევ აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი. არც "მარიბორია" წყალწაღებული. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელებს ბოლო 3 მატჩი მოგებული აქვთ. გუნდებში ტრავმრები არ არის. ორივე მათგანი საბრძოლო შემადგენლობებებით გავა მინდორზე. H ჯგუფი "ბატე" - "პორტუ" (21:00) სათამაშო დღის კიდევ ერთი ნაადრევი მატჩი ბელარუსში გაიმართება. "ბატე", თბილისის დროით, 21:00 საათზე "პორტუს" უმასპინძლებს. პორტუგალიელებმა ბოლო 5 მატჩიდან 1 ფრე ითამაშეს, 4 კი მოიგეს. თავის მხრივ, "ბატემ" ბოლო 2 მატჩში 8 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია. ასე რომ, დღეს შემტევ, ლაღ თამაშს ვნახავთ. "პორტუ" (10 ქულა) უკვე შემდეგ ეტაპზეა გასული, "ბატე" კი 3 ქულით მე-2 ადგილისთვის იბრძვის. "შახტარს" 8 ქულა აქვს. ბელარუსებს დისკვალიფიცრებული ხაგუში და ტრავმირებული ფილიპენკო არ ეყოლებათ. "შახტარი" - "ბილბაო" მირჩა ლუჩესკუს გუნდი დღეს უპირობო ფავორიტია. "ბილბაოს" ჯერ 1 მატჩიც არ მოუგია ჯგუფში. ტრავმირებულია დონეცკელი კრივცოვი. ბასკებს, ამავე მიზეზით, გილერმო ფერნანდესი დააკლდება. საეჭვოა არიც ადურიცის და ირაოლას თამაშიც. ბომბარდირები: 1. ლუის ადრიანო (შახტარი) - 9 გოლი 2. ქარიმ ბენზემა (რეალი) - 5 გოლი 3. ბრაიმი (პორტუ) - 4 გოლი 4. მარტინესი (პორტუ) - 4 გოლი 5. მესი (ბარსელონა) - 4 გოლი 6. ნანი (სპორტინგი) - 3 გოლი 7. ობამეიანგი (დორტმუნდი) - 3 გოლი 8. კავანი (პსჟ) - 3 გოლი 9. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) - 3 გოლი 10. დუმბია (ცსკა) - 3 გოლი. მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: www.iveriabet.com fsonebi preview

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

იგუაინი: "დიდებული იქნება, თუ გონსალო იგუაინი ჩვენთან მოვა და ერთად ვითამაშებთ"

გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გონსალო იგუაინი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს.

დღეს, 04:23

"ტრიბუნა ჩემს სახელს სკანდირებდა, ისინი თბილად არიან განწყობილი" - ჩაკვეტაძე გულშემატკივრებზე

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გადაცემაში "სპორტი იმედზე" გულშემატკივრებზე საუბრობს.

დღეს, 04:19

"არტური 100%-ით ბარსელონაში რჩება"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი არტური "იუვენტუსში" გადავა.

დღეს, 04:09

დორტმუნდთან მატჩში ბაიერნს ფეხბურთელი გამოაკლდება

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის.

დღეს, 04:07

"ჩემს თამაშს აზრი არ აქვს" - დუგლას კოშტა 29 წლის ასაკში კარიერას ასრულებს?

ტურინის "იუვენტუსის" შემტევი დუგლას კოშტა თავის კარიერაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:59

კაბალიეროს აღიარება: "ამ თამაშის შემდეგ, სიკვდილით მემუქრებოდნენ"

არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ მატჩს იხსენებს.

დღეს, 03:55

კოუტინიო ტოტენჰემში? - ყოფილი მეკარის კომენტარი

ყოფილი ინგლისელი მეკარე პოლ რობინსონი ფელიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 03:50

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10