ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია!

რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ჩემპიონი "დინამო თბილისი" ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა ყაზახეთში, 11-12 ივლისს, განმეორებითი კი თბილისში, 18-19 ივლისს შედგება.
ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში "ასტანამ" 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.